ვანილის მუსი - ,,ჩიტის რძე"

04 ოქტ 2019 |

ნეტავ საიდან მოიგონეს ,,ჩიტის რძე" ? რა შუაშია ჩიტთან რძე? მაგრამ მაინც გემრიელად ჟღერს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ,,ჩიტის რძე" ძალიან სასიამოვნო დესერტია. ამ შემთვევაში მე გთავაზობთ არა ნამცხვარს, არამედ უბრალოდ ,,ჩიტის რძეს", ვანილის მუსს, ფაფუკს, ბარხატოვანს, სასიამოვნოს...და ზემოდან მოგდებული შოკოლადის ჟელე? ნამდვილი თავდავიწყებაა...

ინგრედიენტები

შოკოლადის ჟელე

ვანილის მუსი

მომზადება

ვიწყებ შოკოლადის ჟელეს მომზადებას. პატარა ქვაბში ჯერ ვყრი შაქარს, კაკაოს და ჟელატინს, ვასხამ წყალს და რძეს. ვაჩერებთ 5 წუთი. საშუალო ცეცხლზე ვურევ და ვადნობ ჟელატინს, არ მიმყავს ადუღებამდე!!! გადმოვდგამ გაზიდან და ვადცი სანამ ბოლომდე არ გაცივდება.


ახლა მუსის დროც დგება!

პატარა ქვაბში ერთად ვურევ რძეს, ვანილს და ჟელატინს. ვაჩერებ 5 წუთი. საშუალო ცეცხლზე ვურევ და ვადნობ ჟელატინს, არ ვადუღებ!!!

ამის შემდეგ დიდ ჯამში ვთქვიფავ ნაღებს სანამ არგახება ფაფუკი მასა(მაქსიმუმ 2 წუთი). მეორე ჯამში შაქარს და არაჟანს ვთქვიფავ ერთმანეთში, მიქსერს ამის შემდეგ ვაყენებ დაბალ სიჩქარეზე და ფთხილად ვუმატებ ნაღებს და შემდეგ გაგრილებულ რძეს, დაახლოებით 30 წამი ვთქვიფავ.


მუსს ვანაწილებ 6 ჭიქაში, დაახლოებით 30 წუთი ვაჩერებ მაცივარში და ბოლოს ზემოდან ვასხამ შოკოლადის ჟელესთვის მომზადებულ მასას.

გააჩერეთ 4-5 საათი მაცივარში და ისიამოვნეთ შედეგით! გემრიელია კენკრასთან ერთად :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.